ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მაკრონი თავის წილ პასუხისმგებლობას იღებს


საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მოსახლეობას ორშაბათს საღამოს, ბევრი ეკონომიკური ტიპის დაპირება მისცა. სატელევიზიო მიმართვაში მან საჯარო კომენტარი მიმდინარე მასობრივ ანტისამთავრობო გამოსვლებზე პირველად გააკეთა.

"საკუთარ თავზე ვიღებ ჩემ წილ პასუხისმგებლობას. ჩემი სიტყვებით შესაძლოა, ხალხს ვავნე" - განაცხადა მაკრონმა. მან აღიარა, რომ გადასახადების შეთავაზებული ზრდა პენსიებთან მიმართებაში უსამართლო იქნებოდა. თუმცა, გამოსვლაში მაკრონმა ასევე გარკვევით მიანიშნა, რომ გადადგომას არ აპირებს, ოფისში რჩება და დასახული მიზნებიდან არ გადაუხვევს.

პრეზიდენტმა ქვეყანაში "ეკონომიკური და სოციალური საგანგებო ვითარება" გამოაცხადა. მაკრონი ფრანგებს გადასახადების შემცირებას დაპირდა. მთავრობა ასევე გამოყოფს სუბსიდიას მინიმალური ხელფასების გასაზრდელად, დიდ ბიზნესებს კი წლის ბოლოსთვის, გადასახადებისგან თავისუფალი პრემიების გაცემა სთხოვეს.

მაკრონი მტკიცედ დადგა საპროტესტო აქციებზე მომხდარი სამართალდარღვევების წინააღმდეგ. მისი თქმით, არავითარი შეღავათი არ იქნება მათ მიმართ, ვინც ფანჯრის მინებს ამსხვრევდა, ქურდობდა და პოლიციას ესხმოდა თავს. საპროტესტო აქციების დაწყებიდან დღემდე, საფრანგეთში დაკავებულ წესრიგის დამრღვევთა რაოდენობა 4 500-ს აჭარბებს.

ვინაიდან აქციას ფორმალური ლიდერი და ორგანიზატორი არ ჰყავს, ჯერჯერობით ადრეა იმის თქმა, თუ რა მოჰყვება ემანუელ მაკრონის საჯარო გამოსვლას. ამ ეტაპზე უცნობია, გაგრძელდება თუ არა მასობრივი ანტისამთავრობო გამოსვლები საფრანგეთში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG