ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ემანუელ მაკრონი ვლადიმერ პუტინს შეხვდა


ემანუელ მაკრონი და ვლადიმერ პუტინი
ემანუელ მაკრონი და ვლადიმერ პუტინი

საფრანგეთის ახალი პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი, რუს კოლეგას ვლადიმერ პუტინს ხვდება. ეს ორი ქვეყნის ლიდერს შორის პირველი პირისპირ შეხვედრაა. შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მათ განაცხადეს, რომ განიხილეს სირიის, უკრაინის და ჩრდილოეთ კორეის საკითხები.

მაკრონის თქმით, საჭიროა ნორმანდიის ფორმატის ახალი შეხვედრების გამართვა. მან აღნიშნა, რომ საფრანგეთი მიიღებს ზომებს თუ მოხდება ქიმიური იარაღის კიდევ ერთხელ გამოყენება სირიაში. მან ასევე ჩეჩნეთში ლგბტ თემის მიმართ განხორციელებული რეპრესიების საკითხზეც ისაუბრა.

მაკრონის თქმით, რუსეთის სახელმწიფო მედია საშუალებები სპუტინიკი და "რაშა თუდეი" პროპაგანდის იარაღს წარმოადგენენ. ეს განცხადება მან პუტინის გვერდით, შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

"ისინი გავლენის იარაღს წარმოადგენენ, ისინი არ იქცევიან როგორც პრესა. ისინი იქცევიან, როგორც პროპაგანდის საშუელებები. ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას", - აღნიშნა მან.

პრესასთან კომენტარი გააკეთა რუსეთის პრეზიდენტმაც.

„ჩვენ განვიხილეთ უკრაინის კრიზისი და ასევე სირიის საკითხის გადაწყვეტის გზა. ჩვენ ვისაუბრეთ ჩრდილოეთ კორეის ბირთვული საკითხის შესახებ, რომელიც ჩვენ გვაშფოთებს და მზად ვართ ერთიანი მიდგომა მოვნახოთ რათა, სიტუაციის დე-ესკალაცია მოხდეს“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

ორი ლიდერი ერთმანეთს ვერსალის სასახლეში შეხვდა. ორ ქვეყანაში ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა, რაც საფრანგეთმა მოსკოვის დამსჯელ ქმედებებში დიდი როლი ითამაშა, რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული აგრესიის პასუხად. ამასთან, რუსეთს ადანაშაულებდნენ საფრანგეთის გასულ არჩევნებში ჩარევის მცდელობისთვის და მაკრონის ოპონენტის მარინ ლე პენის აქტიური მხარდაჭერისთვის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG