ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთის მთავრობის მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ 2010 წელს ჩინელი დისიდენტისთვის ლუ სიაობოსთვის ნობელის პრემიის მინიჭება „მკრეხელობა“ იყო.

„ამ ჯილდოს მსგავსი ადამიანისთვის გადაცემა ეწინააღმდეგება ჯილდოს არსს. მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის სიაობოსთვის გადაცემაა მკრეხელობა იყო,“ განაცხადა დღეს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა.

ადამიანის უფლებათა ცნობილი აქტივისტი, 61 წლის სიაობო გუშინ ჩინეთის ციხეში გარდაიცვალა.

ნობელის პრემიის ლაურეატს, რომელმაც ბოლო 8 წელიწადი პატიმრობაში გაატარა, დასავლეთი სინდისის პატიმარს უწოდებდა.

„ჩინეთმა დაკარგა გამორჩეული პრინციპების მქონე, სამაგალითო ადამიანი, რომელიც იმსახურებდა პატივისცემას და აღტაცებას და არა პატიმრობას,“ განაცხადა ჩინეთში შეერთებული შტატების ელჩმა ტერი ბრენსტადმა.

ნორვეგიის ნობელის კომიტეტის ლიდერის - ბერეტ რაის-ანდერის შეფასებით, სიაობოს სიკვდილის „მძიმე ტვირთი“ ჩინეთის მთავრობის კისერზეა. „ღრმად შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ სიაობო საპატიმროდან სამედიცინო დაწესებულებაში არ გადაიყვანეს. პასუხისმგებლობა მის სიკვდილზე ეკისრება ჩინეთის მთავრობას,“ წერს რაის-ანდერსენი მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG