ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

“მარტოხელა ძალაუფლება”


“მარტოხელა ძალაუფლება”
“მარტოხელა ძალაუფლება”

ვაშინგტონში მდებარე კარნეგის ფონდში, ფონდის მოსკოვის შიდა პოლტიკისა და პოლიტიკური ინსტიტუტების პროექტის ცენტრის ხელმძღვანელმა ლილია შევცოვამ ახალი წიგნი, “მარტოხელა სახელმწიფო წარადგინა.

მოსკოვში, კარნეგის ცენტრში მუშაობამდე ლილია შევცოვა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიასთან არსებულ საერთაშორისო ეკონომიკისა და პოლიტიკურ სწავლებათა ინსტიტუტში მოღვაწეობდა.

ახალი წიგნი შევცოვამ რუს ლიბერალთა ჯგუფზე მრავალწლიანი დაკვირვების შემდეგ დაწერა. პოლიტოლოგი, რომელიც ცნობილია მთავრობის მიმართ კრიტიკული გამონათვამებით, საკუთარი აზრის დემონსტრირებისთვის საერთაშორისო ასპარეზს ხშირად იყენებს. ამბობს, რომ აქამდე რუსეთის მთავრობის კრიტიკას ნაჩვევი, ახლა მათი დრო დადგა, ვინც თავს ოპოზიციად მიიჩნევს:

“ წიგნი რუსი ლიბერალების ფსიქოლოგიაზეა, მათ იმედებზე, მათ სკეპტიციზმე და გაორებულობაზე. მათ უკმაყოფილებაზე საკუთარი თავითა და მსოფლიოთი. ეს დოკუმენტური წიგნია , რომელიც რუსი ინტელექტუალების საკმაოდ დიდ წრეს ეხება.

ეს ასევე არის წიგნი იმაზე, თუ რატომ ვერ შეძლო რუსეთმა. რატომ დარჩა ის გაჩერებული გაუგებარ მდგომარეობაში, არც წინ და არც უკან. საზოგადოებას ამ მდგომარეობაში დიდხანს გაჩერება არ შეუძლია, საბოლოოდ ისინი ან დეგრადაციას იწყენებ, ან ამ სტაგნაციას დაშლით ამთავრებს, ან ხდება ის, რაც რუსეთში არა ერთხელ მომხდარა, აფეთქება, რყევა, დაშლა. ან მოდის ახალი რეჟიმი. იმისათვის რომ ეს თავიდან აიცილო, მსჯელობაა საჭირო. უდნა გაიაზრო რატომ არ გამოდის, რატომ არ შეუძლია რუსეთის პოლიტიკურ ელიტას სხვა საფუძველზე კონსოლიდაცია. ასევე საჭიროა რუსეთის როლზე ჩაფიქრება საერთაშორისო ასპარეზზე, რადგან ამ ეტაპზე გადატვირთვის პოლიტიკამ ხელსაყრელი პირობები მხოლოდ კონკრეტული ჯგუფისთვის .”

წიგნის პრეზენტაციაზე მართლაც რუსეთის ბედზე ჩაფიქრებულები შეიკრიბნენ, პრეზენტაციის მოდერატორის ჯეიმსს კოლინსის განცხადებით, რომელიც აერმიკის ელცად რუსეთში წლების მანძილზე მუშაობდა, შეხვეედრამ შეკრიბა ყველა ის ხალხი, ვინც პოსტ საბჭოთა სივრცეზე მუშაობს და მათ აზრს კაპიტოლიუმში ითვალისწინებენ, ანუ ეგრეთ წოდებული “თინქ თენქები”.

შეხვედრა საერთაშორისო ურთიერთობათა საბჭოში რუსეთისა და ევრაზიის პროგრამების უფროს მკვლევარს, სტივენ სესტანოვიჩმა გახსნა. მომხსენებლებს შორის რამდენიმე ისეთი აღმოჩნდა, ვინც ახლახანს, რუსეთის მთავრობის მიერ ვალდაის კლუბში მონაწილეობის მოწვევაზე უარი თქვა, სესტანოვიჩი ერთ-ერთი მათგანია.

“ჩვენ დავინახეთ ის საგანგაშო პერსპექტივა, რომელიც რუსეთს წინ ელის. ადრე , ამ კლუბის შეკრებაზე სხვანაირად ხდებოდა, საერთაშორისო ექსპერტული საზოგადოება რუსეთს უხსნიდა არსებულ მდგოამრეობას მის გარშემო, ამჯერად კი პრემიერმა პიტინმა საკუთარი აზრების დემონსტრირება მოახდინა არსებულ ვითარებაზე. ყველაფრიდან ჩანს რომ რუსეთი არასწორ გზას ადგას, ის რეფორმები რომლებიც გასული 10 წლის მანძილზე გატარდა დიდად წარმატებული არ აღმოჩნდა.”

შეკრებილებმა რუსეთის უახლეს ინიციატივებზეც გაამახვილეს ყურადღება, კერძოდ კვლევით ცენტრ სკოლკოვოზე, რომელიც მოსკოვთან ახლოს წესით 2012 წელს უნდა აშენდეს. ლაპარაკია რამდენიმე კვლევითი ცენტრის კომპლექსზე, მისი აშენების ინიციატივა რუსეთის პრეზინდენტს, დიმიტრი მედვედევს, კალიფორნიის შტატში, სილიკონის ველის მონახულების შემდეგ გაუჩნდა. სესტანოვიჩი აღნიშნავს, რომ კალიფორნიაშო გაკეთებული განცხადებები მედვედევის მხრიდან პოლიტიკურ თვითმკვლელობას ნიშნავდა. მარშალის ფონდის მკვლევარი, დევიდ კრემერი აღნიშნავს, რომ სკოლვკოვოს იდეა შესაძლოა მომავალი არჩევნებისთვის მზადებად განიხილეობდეს, თუმცა იმასაც დასძენს, რომ ეს გუნდური იდეა უფროა, რადგან პოლიტიკური კონკურენცია ორს შორის თითქმის არ არის:

“პოლიტიკური კონკურენცია მედვედევსა და პუტინს შორის არ არსებობს, არ იქნება იქ 2012 წელსაც სავარაუდოდ. ყველაფერი ისე გადაწყდება, როგორც ეს 2007-ში, 2008 წლის არჩევნებისთვის გადაწყდა. როდესაც კარს მიღმა ვიწრო წრეში მოლაპარაკებების შემდეგ, პუტინი გამოვიდა და სერგეი ივანოვის ნაცვლად მხარი დიმიტრი მედვედევს დაუჭირა. რუსეთში როგორც წელი მოულოდნელობები და სიურპრიზები არ უყვართ, ამიტომ ვფიქრობ ყველაფერს გააკეთებენ, იმისათვის რომ რეზულტატები წინასწარ იცოდნენ.”

“მარტოხელა ძალაუფლება” ინგლისურად “Lonely Power”-ის ავტორმა, ლილია შევცოვამ წინასწარ იცის რომ საქართველო რუსეთს შორის ურთიერთობის დარეგულირება შორეული პერსპექტივაა.

“მე საქართველო რუსეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების სააკაშვილის წასვლის შემთხვევაშიც არ მჯერა. კი, რუსეთის მთავრობაში ამბობენ, რომ მიზეზი სწორედ სააკაშვილია, მაგრამ არა. მდგომარეობის ნორმალიზება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუკი საქართველო მკვეთრად გამოხატულ პრო-დასავლურ ორიენტაციას მიატოვებს, ამიტომ სანამ რუსეთში ჩვენ რეალური ლიბერალიზაციის პრობლემები არ გადაგვიჭრია, და ეს პოლიტიკური რეჟიმი არ შევცვალეთ, მუდამ გვექნება პრობლემები მოლდოვასთან, საქართველოსთან და სომხეთთან, ეს რუსეთის პრობლემაა. ლენინმა თქვა, რომ საგარეო პოლიტიკა საშინაოს გაგრძელებაა, ასე რომ ეს ასევე დარჩა და მეც ლენინისტი ვარ ამ შემთხვევაში.”

შევცოვას რუსეთის მოდერნიზაციის პროცესში დასავლეთის როლის დანახვაც უჭირს, ამბობს, რომ დასავლეთის გადატვირთვის პოლიტიკა, ე.წ პარტნიორობა მოდერნიზაციისთვის, რუსეთს იმიტაციისთვის ეხმარება. ეს ძველი დანაოჭებული სისტემისთვის ახალი კოსმეტიკის დადებას ნიშნავს. ასე რომ დასავლეთსაც მართებს დაფიქრება იმაზე, თუ რა შედეგებს მიიღებს ეს თანამშრომლობა რუსეთის ტრანსფორმაციაში.

XS
SM
MD
LG