ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლონდონში უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებენ


კვირას ლონდონში დაგეგმილ მარათონზე ბრიტანეთის სპეცსამსახურები განსაკუთრებულ რეჟიმში იმუშავებენ

ბოსტონის მარათონის დროს განხორციელებული აფეთქებების შემდეგ კვირას ლონდონში დაგეგმილ მარათონთან დაკავშირებით უსაფრთხოების ზომების გადახედვა დაიწყეს. ამის შესახებ სამშაბათს ლონდონის პოლიციამ განაცხადა.

ბოსტონში ორმაგი აფეთქებების თემა ბრიტანული გაზეთების მთავარ გვერდზე მოექცა. ამ ფაქტმა უსაფრთხოების შესახებ საზრუნავი გაზარდა ვინაიდან კვირას მარათონისთვის ლონდონიც ემზადება.

ბოსტონის თავდასხმამ მთლიანად სპორტული სამყარო შეძრა, ამბობენ ბრიტანეთის ღონისძიების ორგანიზატორები. თუმცა ამის მიუხედავად ლონდონში შეჯიბრი მაინც გაიმართება.

ლონდონის მარათონის ორგანიზაციის აღმასრულებელი ოფიცერი ნიკ ბაიტელი ამბობს რომ, პოლიციის და მარათონის ორგანიზატორების მიერ უსაფრთხოების საკითხები თავიდან გადაისინჯება.

ნიკ ბაიტელი: როგორც კი ეს ამბავი მოხდა, ისინი მაშინვე დავუკავშირდით ქალაქის პოლიციას, და როგორც მათ განაცხადეს ისინი უსაფრთხოების ზომებს ისევ განიხილავენ მომავალ დღეებში. ეს აუცილებელი ბოსტონის მოვლენების გამო გახდა და იმის გამო რაც მეტი ინფორმაცია მოდის ამ ქალაქიდან იმასთან დაკავშირებით რაც მოხდა.

ლონდონის პირველი მარათონი 1981 წელს გაიმართა.

ეს მარათონი ყველა დროის წარმატებული ღონისძიება გამოდგა.

მარშრუტი ლონდონის სამხრეთ-აღმოსავლეთიდან იწყება და გაივლის ტურისტული ღირშესანიშნაობებს, როგორიცაა ლონდონის ბორბალი და ბრიტანეთის პარლამენტის შენობა.

გასულ წელს მარათონში 35 ათასი მონაწილე ჩაება, ათასობით ადამიანი კი ქუჩაში გამოვიდა და მათ გულშემატკივრობდა.

ტრანსნაციონალური პროექტის „კრიზისის“ ანალიტიკოსი იმრან ახმად ხანი ამბობს რომ, მსგავსი მასშტაბის მოვლენა ყოველთვის ითხოვს მაღალი უსაფრთხოების ზომების მიღებას.

იმრან ახმად ხანი: მარათონისთვის , ისევე როგორც ქუჩაში ნებისმიერი უბილეთო ღონისძიებისთვის უსაფრთხოების ზომების მიღება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ეს ძალიან გრძელი მარშრუტია. ათასობით ადამიანს იზიდავს. ყველასათვის რამდენიმე თვით ადრე არის ცნობილი მარათონის ზუსტი მარშრუტი. ყველაფერი ეს სირთულეებთან არის დაკავშირებული.

თუმცა ის აცხადებს რომ ბრიტანეთის სპეცსამსახურებს კარგი გამოცდილება აქვთ.

2005 წელს ლონდონის მეტროში განხორციელებული ტერაქტების შედეგად 50-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში, კონკრეტულად 1970 წლიდან ირლანდიის რესპუბლიკის დროებითი არმია იგივე აირა, ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის წინააღმდეგ სასტიკ კამპანიას აწარმოებდა.

გასულ წელს, ზაფხულის ოლიმპიადის დროს, ლონდონის პოლიციამ წარმატებულად გაართვა თავი უსაფრთხოების დაცვას. იმრან ახმად ხანი ამბობს რომ, კვირის მარათონიც ოლიმპიადის მსგავსად იქნება ორგანიზებული.

იმრან ახმად ხანი: ბრიტანეთის სპეცსამსახური მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესოდ გაწვრთნილ სამსახურს წარმოადგენს. ასეთ ღონისძიებებზე ტრადიციულად პოლიციის მრავალრიცხოვანი წარმომადგენლობა იმყოფება. გამოიყენება ვიდეოთვალი. ასევე იქნება დაკვირვება ვერტმფრენებიდან. მოხდება სოციალური ვებ-საიტების, ბლეკბერით გაგზავნილი შეტყობინებების და ინტერნეტის ფოსტის მონიტორინგი. ასე შემდეგ და ასე შემდეგ ამის გაკეთება საჭიროა.

იმრან ახმად ხანი ამბობს რომ უსაფრთხოების ზომები შესაძლოა კიდევ უფრო გამკაცრდეს იმისათვის რომ ლონდონის მარათონი მშვიდობიანად ჩატარდეს.
XS
SM
MD
LG