ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლონდონის სასამართლოში 2 ერაყელი გაასამართლეს


ლონდონის სასამართლოში 2 ერაყელი გაასამართლეს

ლონდონის სასამართლომ დღეს ქურთული წარმოშობის ორ ერაყელ ბიძაშვილს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლემ მათ მიერ ჩადენილ დანაშაულს ბარბაროსული და სასტიკი უწოდა.

ომას ჰასიმმა და მაჰმუდ ალიმ საკუთარი ბიძაშვილი 20 წლის ბანაზ მაჰმოდი მოგუდეს და შემდეგ მამამისის ეზოში დამარხეს.

ბანაზის მამას სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა შვილის მკვლელობის ბრძანებისთვის. მკვლელობის მიზეზი ის იყო, რომ მამას ქალიშვილის მეგობარი ბიჭი არ მოსწონდა.

ეჭვმიტანილი ბიძაშვილები 2007 წელს ერაყში გაიქცნენ, მაგრამ ბრიტანეთის სამართალდამცავებმა მათ კვალს მიაგნეს და ექსტრაცდიციის შემდეგ ისინი ლონდონში გაასამართლეს.

XS
SM
MD
LG