ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლონდონის პოლიციის განცხადებით, ლონდონში, მაღალსართულიან საცხოვრებელ სახლში ოთხშაბათს გაჩენილი ხანძრის შედეგად ამ წუთისთვის 17 ადამიანია დაღუპული.

ლონდონის სახანძრო ბრიგადის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ გამომძიებლები შენობის ინსპექტორებთან ერთად მუშაობენ, რათა ნაგებობის მაქსიმალური უსაფრთხოება უზრუნველყონ სამძებრო სამუშაოების ჩასატარებლად, რამაც უნდა გაარკვიოს ხანძრის გაჩენის მიზეზები. გამოძიებამ ასევე უნდა გაარკვიოს, თუ ვინ იყო ამ ტრაგედიის დროს შენობის შიგნით.

სავარაუდოდ, გამოძიების პროცესი რამდენიმე კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG