ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სროლის შედეგად კონგრესის და სენატის ყველა შენობა დაკეტილია


განახლება: კარანტინი მოხსნილია

"ამერიკის ხმის" ჟურნალისტი კონგრესში იუწყება, რომ სროლის შედეგად კონგრესის და სენატის ყველა შენობა დაკეტილია. გამოცხადებულია კარანტინი და თანამშრომლები შენობებში არსებულ სპეციალურ თავშესაფარებში იმყოფებიან. ისმის სირენების ხმა.

კარანტინია გამოცხადებული თეთრ სახლშიც, რომელმაც დღეს 35 000 სტუმარს უმაპსინძლა სააღდგომო "კვერცხების გაგორების" ღონისძიებაზე.

"ესოშიეთიდ პრესის" ცნობით შეიარაღებულმა ადამიანმა კაპიტოლიუმის ვიზიტორების ცენტრში ცეცხლი გახსნა და პოლიციის თანამშრომელი დაჭრა.

პოლიცია იუწყება, რომ თავმდამსხმელი მამაკაცი დაკავებულია.

ვაშინგტონში "ალუბლის ყვავილობის ფესტივალი" მიმდინარეობს, რომელიც ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ღონისძიებაა და ათასობით ტურისტს მასპინძობს.

ამავდროულად, ქალაქი ბირთვული სამიტისთვის ემზადება, რომელშიც 50 ქვეყნის ლიდერი მონაწილეობს.

XS
SM
MD
LG