ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბიაში კოალიციის ოპერაცია გრძელდება


ლიბიაში კოალიციის ოპერაცია გრძელდება
ლიბიაში კოალიციის ოპერაცია გრძელდება

ლიბიაში შეერთებული შტატების სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. ამის შესახებ ამერიკელი სამხედროები იტყობინებიან. შეერთებული შტატების არმიის წარმომადგენლის განცხადებით, თვითმფრინავის ჩამოვარდნა მექანიკურ გაუმართაობას უკავშირდება და არა მის წინააღდმეგ ცეცხლის გახსნას. ვინსი ქროულის თქმით, ეკიპაჟის ერთი წევრი უკვე მთლიანად გამოჯანრთელდა, ხოლო მეორის მკურნალობა კვალვ. კოალიციის ძალები უკვე მესამე დღეა, რაც ლიბიაზე საჰაერო დარტყმებს ახორციელებენ. რაც შეეხება, ამბოხებულთა პოზიციებს, ისინი არაორგანიზებულ ჯგუფებად ცდილობენ აღმოსავლეთში მდებარე ქალაქის აჯდაბიას აღებას. ქალაქში გამაგრებული კადაფის შენაერთები ამბოხებულთა წინააღმდეგ სარაკეტო და სატანკო არტილერიას იყენებენ. გერმანაში გამართულ პრესკონფერცნიაზე ამერიკელმა გენერალმა კარტერ ჰემმა განაცხადა:

„სხვადასხვა ცნობების თანხმად, ჩვენ ვიცით, რომ რეჟიმის სახმელეთო ძალებს ქალაქ ბენღაზზე შეტევის განხორციელების შესაძლებლობა აღარ გააჩნიათ“

გენერალ ჰემის განცხადებით, კოალიციას არ აქვს მანდატი, რათა ამბოხებულებს პირდაპირი დახმარება აღმოუჩინოს.

XS
SM
MD
LG