ლიბიის დროებითმა მთავრობამ მუამარ კადაფის ყოფილი ოფიცერი ლიბიის არმიის მთავარსარდლად დანიშნა.
ამასობაში ტრიპოლიში შეიარაღებული შეტაკება მოხდა ადგილობრივ მოლაშქრეებსა და მისრატადან ჩამოსულ მეომრებს შორის.
ბრძოლის დროს მოწინააღმდეგე მხარეებმა ტყვიამფრქვევები, ყუმბარმტყრცნები და სხვა მძიმე შეიარაღება გამოიყენეს. დაიღუპა 4 მებრძოლი.
მუამარ კადაფის დამხობაში მონაწილე შეაირაღებული დაჯგუფებები ამჟამად ლიბიაში გავლენის სფერობისთვის იბრძვიან.
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა შეშფოთება გამოხატა ამასთან დაკავშირებით.