ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბიელი მეამბოხეები დედაქალაქს უახლოვდებიან


ლიბიელი მეამბოხეები დედაქალაქს უახლოვდებიან
ლიბიელი მეამბოხეები დედაქალაქს უახლოვდებიან

ნატო ლიბიის ლიდერის მუამარ კადაფის მიერ სკადის ტიპის ჭურვების გამოყენების ფაქტს აკრიტიკებს. კადაფის ძალები აჯანყებულებს ისევ ებრძვიან, რომლებიც დედაქალაქი ტრიპოლის იზოლირებას ცდილობენ. აჯანყებულებმა, დედაქალაქთან ახლოს მდებარე, რამდენიმე მნიშვნელოვანი ქალაქი უკვე დაიკავეს. ტრიპოლისთან მისასვლელი გზების გადაკეტვით ისინი ცდილობენ მუამარ კადაფის მხარდამჭერ შეიარაღებულ დაჯგუფებებს სამხედრო მარაგისა და სურსათის მისაწოდებლად საჭირო გზები გადაუკეტონ.

ოპოზიციის თქმით, მათ ქალაქი ზავია აიღეს. ზავია ტრიპოლიდან დაახლოებით 50 კილომეტრითაა მოშორებული და სამხერდო თვალსაზრიზით, სტრატეგიულ ადგილს წარმოადგენს. კადაფის ძალები ზავიაში აჯანყების დაწყებიდან რამდენიმე კვირაში შევიდნენ. ოპოზიციის მიერ ქალაქზე განხორციელებული სამხედრო ოპერაციის შემდეგ კადაფის ძალები ზავიას ცენტრიდან აჯანყებულების განდევნას ცდილობენ.

XS
SM
MD
LG