ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბიაში ბრძოლები გრძელდება


ლიბიაში ბრძოლები გრძელდება

ლიბიის რევოლუციური არმიის წარმომადგენლების განცხადებით, მათ ქალაქ სირტში კადაფის მომხრეები კუთხეში ყავთ მიმწყვდეული. სირტის მაცხოვრებლები კი ცდილობენ დატოვონ ქალაქი და ქუჩის ბრძოლებს გაერიდონ. დღეს გარდამავლი მთავრობის მებრძოლების ქუჩებში გადაადგილებას დამწვარი ავტომობილები აფერხებდა. რევოლუციური არმია კადაფის პოზიციებს ტანკების და არტილერიის გამოყენებით ბომბავდა. კადაფის მომხრეები სირტის ორ გარეუბანში არიან გამაგრებულები. კვირას დროებითი მთავრობის დანაყოფებმა რამდენიმე მნიშვნელოვანი შენობა დაიკავეს - საავადმყოფო, უნივერსიტეტი და საგამოფენო დარბაზი, რასაც კადაფის მომხრეები თავის ბაზად იყენებდნენ.

XS
SM
MD
LG