ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კადაფის საყრდენი ბანი ვალიდი ალყაშია


კადაფის საყრდენი ბანი ვალიდი ალყაშია

ლიბიელმა აჯანყებულებმა ალყაში მოაქციეს მუამარ კადაფის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საყრდენი ბანი ვალიდი. კადაფის მოწინააღმდეგენი მზად არიან თავდასხმისათვის.

ლიბიის გარდამავალმა ეროვნულმა საბჭომ მოქალაქეებს, რომლებიც ჯერ კიდევ კადაფის ძალების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე იმყოფებიან, მოუწოდა ოპიზიციის მხარეზე გადასვლა იმ პირობით რომ მათ წინააღმდეგ შურისძიება არ განხორციელდება.

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკო ფრატინი მომხრეა ქვეყანა სრულად გათავისუფლდეს კადაფის მომხრე სამხედრო მაღალჩინოსნებისაგან, რისთვისაც ლიბიელებსა და საერთაშორისო საზოგადოებას შეახსენა არ გაემეორებინათ იგივე შეცდომები, რაც ერაყში დაუშვეს. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ერაყმა, 2003 წელს, სადამ ჰუსეინის ჩამოგდების შემდეგ ერაყში ჯარი განაიარაღეს და დაშალეს.

XS
SM
MD
LG