ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაერო ლიბიაში ცეცხლის შეწყვეტას ითხოვს


გაერო ლიბიაში ცეცხლის შეწყვეტას ითხოვს
გაერო ლიბიაში ცეცხლის შეწყვეტას ითხოვს

გაერო ლიბიაში ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტის ინიციატივით გამოდის. ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც ლიბიის დასავლეთ ნაწილში მძიმე ბრძოლების შედეგად რამდენიმე ათეული ადამიანი დაიღუპა. გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა და მისმა უმაღლესმა დესპანმა ჰუმანიტარულ საკითხებში ვალერია ამოსმა ლიბიის სამოქალაქო მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის გამო ღრმა შეშფოთება გამოთქვეს.

„ვითარება საგანგაშოა. მე ვიმედოვნებ, რომ ჩვენ მისრატაში შესვლის შესაძლებლობა მოგვეცემა. იქ რაც ხდება ამის გაგრძელებას არავისთვის აზრი არ აქვს,“ - განაცხადა ვალერია ამოსმა.

დაბომბვების გარდა, ლიბიის მშვიდობიანი მოსახლეობა ახალი პრობლემის წინაშე დგას. ეს არის ნაღმები, რასაც ბრძოლებში ჩართული ორივე მხარე იყენებს. ამის შესახებ უფლებათადამცველი ორგანიზაცია „ჰუმან რაითს უოჩი“ აცხადებს, ორგანიზაციამ აჯდაბიას სიახლოვეს ტერიტორიის დანაღმვაში მთავრობას დასდო ბრალი. მართალია ამბოხებულთა სარდლობა აცხადებს, რომ ისინი ნაღმებს არ იყენებენ თუმცა, ჟურნალისტებმა დააფიქსირეს, თუ როგორ ნაღმავდნენ ამბოხებულები აჯდაბიასთან მისასვლელ გზებს.

კვირას ქალაქი მისრატა მუამარ კადაფის სამხედრო ძალებმა მძიმე არტილერით დაბომბეს, რის შედეგადაც სულ ცოტა 17 ადამიანია დაღუპული და 47 დაჭრილი. კადაფის არმიამ ქალაქ აჯდაბიასაც შეუტია, რის შედეგადაც ამბოხებულები და სამოქალაქო მოსახლეობა იძულებული გახდა ქალაქი დაეტოვებინათ.

XS
SM
MD
LG