ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბიაში კადაფის რეჟიმის დასრულებას ზეიმობენ


ლიბიაში კადაფის რეჟიმის დასრულებას ზეიმობენ
ლიბიაში კადაფის რეჟიმის დასრულებას ზეიმობენ

ლიბიის გარდამავალი მთავრობის ლიდერები ქალაქ ბენღაზიში კადაფის 42 წლიანი მმართველობისგან ქვეყნის გათავისუფლებას აღნიშნავენ. ბენღაზიში ათასობით ადამიანია გამოსული ამ მოვლენის აღსანიშნავად. მუამარ კადაფის წინააღმდეგ ამბოხება ქვეყანაში თებერვალში დაიწყო და ქალაქ სირტში მისის მკვლელობით დასრულდა. ლიბიის გათავისუფლების ზეიმი ნაწილობრივ გააუფერულა. კადაფის მკვლელობის გარემოების თაობაზე საერთაშორისო შეშფოთება იზრდება. ადამიანის უფლებათა ჯგუფები ითხოვენ იმ გარემოების გამოძიებას რომელიც მობილურ ტელეფონებზეა ასახული, სადაც რევოლუციური არმიის მებრძოლები დაჭრილ კადაფის ცემენ და დასცინიან. კადაფის გვამის გაკვეთის შემდეგ დადგინდა, რომ ლიბიის დიქტატორი თავის და მუცლის არეში მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა.

XS
SM
MD
LG