ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბიიდან უცხოელი მოქალაქეების ევაკუაცია გრძელდება


ლიბიიდან უცხოელი მოქალაქეების ევაკუაცია გრძელდება

ლიბიიდან ათასობით უცხოელი მოქალაქის ევაკუირება მოხდა. დღემდე ქვეყნის ძირითად აეროპორტებსა და პორტებში ხალხმრავლობაა და მოსახლეობა ცდილობს ქვეყანა რაც შეიძლება სწრაფად დატოვოს.

თურქეთის განცხადებით, შვიდი ათასმა თურქეთის მოქალაქემ უკვე დატოვა ლიბია და სამშობლოში დაბრუნდა. ოთხი ათასი ჩინეთის მოქალაქე საბერძენთი გავლით უახლოეს მომავალში ჩინეთს დაუბრუნდება.

ამ ფონზე ბრიტანეთის მთავრობა განიხილავს გეგმას ლიბიაში მომუშავე 170 ნავთობის სპეციალისტის ქვეყნიდან გამოყვანაზე.

დღეს კანადა და ბრიტანეთი ევაკუაციის ჩაატარების მიზნით ლიბიის დედაქალაქში სამხედრო თვითმფირნავებს გააგზავნიან.

XS
SM
MD
LG