ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბიის ფინანსური დახმარება აბუ დაბიში წყდება


ლიბიის ფინანსური დახმარება აბუ დაბიში წყდება
ლიბიის ფინანსური დახმარება აბუ დაბიში წყდება

ლიბიელი მეამბოხეები გაერთიანებულ არაბულ საამიროებში მიმდინარე კონფერენციაზე საერთაშორისო დონორებისგან მილიონობით დოლარის დახმარებას ელიან.

იტალიამ, რომელიც ლიბიის ყოფილი ოკუპანტი იყო ამ ქვეყნის მეამბოხეებს 600 მილონი დოლარის დახმარება აღუთქვა.

საერთაშორისო მედიის ინფორმაციით ობამას ადმინისტრაცია ლიბიელებს 26,5 მილიონ დოლარს გამოუყოფს.

მანამდე შეერთებულმა შტატებმა ამერიკის ბანკებში გაყინული ლიბიის კუთვნილი 30 მილიარდი დოლარის ანგარიშიდან გარკვეული თანხების გამოყენების შესახებ გააკეთა განცხადება.

აბუ დაბიში გამართულ კონფერენციაზე სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ კადაფის დღეები დათვლილია.

XS
SM
MD
LG