ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბიაში იარაღის გაუვრცელებლობის საკითხი


ლიბიაში იარაღის გაუვრცელებლობის საკითხი
ლიბიაში იარაღის გაუვრცელებლობის საკითხი

  • ლიბიის ამოხება. ქრონოლოგია:
  • 26 თებერვალი 2011 წელი: გაერო სანქციებს აწესებს ლიბიის ლიდერის მუამარ კადაფის და მისი ოჯახის წინააღმდეგ. გაეროს სანქციები მემაბოხეთა მიმართ სისხლიანი ანგარიშსწორების შემდეგ დაწესდა.
  • 19 მარტი 2011 წელი: აშშ, ბრიტანეთი და საფრანგეთი გაეროს მანდატით საჰაერო დარტყმებს იწყებს, რომელიც კადაფის ძალადობებისგან მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვას ემსახურება.
  • 31 მარტი 2011 წელი: გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეთილებით, ნატო სამხედრო ოპერაციებს იწყებს. სამხედრო ოპერაცია არასაფრენი ზონის გამოცხადებას და იარაღაზე ემბარგოს გულისხმობს.
  • 14 აგვისტო 2011 წელი: ლიბიის ოპოზიციაური ძალები ქალაქ ზავიას დაკავების შესახებ განცხადებას აკეთებენ, თუმცა ბრძოლები გრძელდება ამ სტრატეგიული ქალაისთვის.
  • 21 სექტემბერი 2011 წელი: ნატო თავის მისიას 90 დღით აგრძელებს.
  • 20 ოქტომბერი 2011 წელი: ქალაქ სირტზე შეტევის დროს მოკლეს ლიბიის ლიდერი მუამარ კადაფი.
  • 22 ოქტომბერი 2011: ლიბიის გარდამავალი ეროვნული საბჭო კადადფის 42 წლიანი მმართველობისგან ქვეყნის გათავისუფლებას ზეიმობს.
  • 31 ოქტომბერი 2011: ნატოს სამხედრო ოპერაცია ლიბიაში ადგილობრივი დროით 20: 00 საათზე დასრულდა.

გაეროს უშიშროების საბჭო მოუწოდებს ლიბიის ხელისუფლებას, აღკვეთოს რეგიონში იარაღის გავრცელება. უშიშროების საბჭოს ეს განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც ლიბიის დროებითმა ხელისუფლებამ ახალი დროებითი პრემიერ-მინისტრი აირჩია, რომელმაც ქვეყანა გარდამავალი პერიოდის მანძილზე უნდა მართოს.

15 წევრიანმა უშიშროების საბჭომ ანონიმურად უყარა კენჭი რუსეთში მიერ ინიცირებულ რეზოლუციას, რომელიც მსუბუქ ხელით სასროლ რაკეტებს და რეგიონში მათი გავრცელების საფრთხეს შეეხება. რეზოლუციაში ნათქვამია, რომ იარაღის გავრცელებამ შესაძლოა რეგიონში დაძაბულობა გამოიწვიოს და მოხვდეს ისეთი რადიკალური ჯგუფების ხელში, როგორებიც არიან ალ-ყაიდა და ისლამური მაღრიბი.

XS
SM
MD
LG