ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერდოღანი კადაფის გადადგომისკენ მოუწოდებს


ერდოღანი კადაფის გადადგომისკენ მოუწოდებს
ერდოღანი კადაფის გადადგომისკენ მოუწოდებს

თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა ლიბიის ლიდერს მუამარ კადაფის დაუყოვნებლივ გადადგომისკენ და ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდა. როგორც ერდოღანმა განაცხადა, კადაფიმ „სისხლი, ცრემლი და ნგრევა“ აირჩია. ხოლო რეფორმების განხორციელებაზე კი უარი თქვა. მისი თქმით, კადაფი უნდა გადადგეს რათა ამით ლიბიელი ხალხის ტანჯვა დასრულდეს. თურქეთი ლიბიის მთავრობის ძლიერი მოკავშირე იყო და ამიტომაც ოფიციალურმა ანკარამ ლიბიის წინააღმდეგ არც სანქციების დაწესებას და არც სამხედრო ოპერაციას მხარი დაუჭირა. დღეს ანკარას წარმომადგენლების განცხადებით მათ ლიბიაში თურქეთის საელჩოს პერსონალის ევაკუაცია დაიწყეს. ამ დრომდე თურქეთის საელჩო იმ უმცირეს წარმომადგენლობათა შორის იყო, რომელიც ლიბიაში მოქმედებას განაგრძობდა. კვირას ტრიპილი გაეროს პერსონალმა დატოვა.

XS
SM
MD
LG