ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრძოლები ლიბიაში


ბრძოლები ლიბიაში
ბრძოლები ლიბიაში

ლიბიის დროებითი მთავრობის ხელმძღვანელი იმედოვნებს, რომ მუამარ კადაფის კონტროლის ქვეშ მყოფი რამდენიმე ქალაქი ამ კვირაში დაეცემა. ამ დროისთვის კადაფის მშობლიურ ქალაქ სირტთან დროებითი მთავრობის ძალებსა დ კადაფის მომხრეებს შორის გააფთრებული ბრძოლები გრძელდება. გარდამავალი მთავრობის მეთაურის მუსტაფა აბდელ ჯალილის თქმით, დროებითი მთავრობის დანაყოფებმა საგრძნობ წარმატებას მიაღწიეს სირტთან და ბანი ვალიდთან. კერძოდ, ისინი სირტი უკვე აკონტროლებენ რამდენიმე შენობას, სადაც მანამდე კადაფისტები იყვნენ გამაგრებულნი. დროებითი მთავრობის ძალებმა ასევე ხელთ იდგეს ქალაქის მთავარი საავადმყოფო და უნივერსიტეტი. სამდღიანი ბრძოლების შემდეგ დროებითი მთავრობის ძალებმა 30 მებრძოლი დაკარგეს. დაიჭრა 400-ზე მეტი. კადაფის მომხრეებში არსებული მხსვერპლის რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

XS
SM
MD
LG