ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბიაში სამხედრო მოქმედებები გრძელდება


ლიბიაში სამხედრო მოქმედებები გრძელდება

მუამარ კადაფის ძალებმა საჰაერო დარტყმები განახორციელეს აღმოსავლეთ ლიბიაში მდებარე ქალაქ აჯდაბიაზე, სადაც ამბოხებულები არიან გამაგრებული. აჯდაბიას აღების შემთხვევაში კადაფის ძალები ამბოხებულთა მთავარ საყრდენ ქალაქ ბენღაზს მიუახლოვდებიან. თვითმხილველთა თქმით, დაბომბვების შედეგად საგრძნობლად დაზიანდა ქალაქის დასავლეთ ნაწილი. კადაფის მომხრე ძალები ასევე მიზნად ისახავენ დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქ ზუვარაზე შეტევას, რომელიც ტრიპოლიდან 120 კილომენტრში მდებარეობს. ზუვარა ერთერთი პირველი ქალაქია, რომელიც ამბოხებულებმა თავდაპირველად დაიკავეს. ურთიერთგამომორიცხავი ცნობები არსებობს ქალაქ ბრეგას შესახებ. ორშაბათს გავრცელებული ცნობის თანახმად, ამბოხებულებმა ბრეგას დაკავება ხელახლა მოახერხეს, თუმცა კადაფის ძალები ნავთობგადამამუშავებელ ობიექტებს აკონტროლებენ.

XS
SM
MD
LG