ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლევან მიქელაძის სახელობის კონფერენცია ვაშინგტონში


კარნეგის მშვიდობის ფონდში გამართული კონფერენცია ცნობილი ქართველი დიპლომატის, ლევან მიქელაძის ხსოვნას მიეძღვნა

ვაშინგტონში მდებარე კარნეგის მშვიდობის ფონდში გაიმართა კონფერენცია თემაზე „საქართველოს ევროპული არჩევანი - შეერთებული შტატების როლი“. მისი ორგანიზატორები ლევან მიქელაძის და კარნეგის ფონდები იყვნენ. კონფერენცია ცნობილი ქართველი დიპლომატის, ლევან მიქელაძის ხსოვნას მიეძღვნა. ლევან მიქელაძე წლების მანძილზე მუშაობდა საქართველოს წარმომადგენლად მრავალ საერთაშორისო ორგანიზაციაში, იყო საქართველოს ელჩი ავსტრიაში, შეერთებულ შტატებში, კანადაში, მექსიკაში და შვეიცარიაში.

კონფერენციაზე გამომსვლელებს შორის იყვნენ: პროფესორი მამუკა წერეთელი - ჯონს ჰოპკინსის ცენტრალური აზიის და კავკასიის ინსტიტუტის კვლევების ხელმძღვანელი; არჩილ გეგეშიძე - საქართველოს ელჩი შეერთებულ შტატებში; ირაკლი ალასანია - საქართველოს თავდაცვის მინისტრი; კენეტ იალოვიცი - შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში; ერიკ რუბინი - შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მეორე მდივანი, საქართველოს და ამერიკის მრავალი ოფიციალური, თუ არაოფიციალური პირი.

ლევან მიქელაძის ფონდი 2010 წლის აპრილში შეიქმნა. ის დამოუკიდებელი, არამომგებიანი, არასამთავრობო და პოლიტიკურად მიუკერძოებელი ორგანიზაციაა. ფონდის დამფუძნებლები ლევან მიქელაძის ოჯახი, მეგობრები და კოლეგები არიან.ფონდის მისიაა 21-ე საუკუნის გამოწვევების ფონზე ხელი შეუწყოს როგორც საქართველოს როლის და ფუნქციის წარმოჩენას, ასევე საქართველოს და მისი სამეზობლოს შესახებ ცოდნის გარღმავებას და გავრცელებას. ფონდის საქმიანობა მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა განათლება, სამეცნიერო კვლევა, საქართველოს და მის სამეზობლოში სხვადასხვა კულტურებს, ერებსა და ეთნიკურ ჯგუფებს შორის ურთიერთგაგებისა და დიალოგის ხელშეწყობა. ფონდის საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტული მიმართულება საქართველოში და კავკასიაში მიმდინარე პროცესების სიღრმისეული შესწავლაა.
XS
SM
MD
LG