ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბანის პრეზიდენტმა ახალი პრემიერ-მინისტრი დანიშნა


ლიბანის პრეზიდენტმა ახალი პრემიერ-მინისტრი დანიშნა
ლიბანის პრეზიდენტმა ახალი პრემიერ-მინისტრი დანიშნა

ლიბანის პრეზიდენტმა ახალი პრემიერ-მინისტრი დანიშნა. ეს თანამდებობა ნაჯიბ მიკატიმ დაიკავა, რომელსაც ასევე აქტიურად უჭერს მხარს მოძრაობა „ჰეზბოლას.“ პრეზიდენტი სულეიმანის ადმინისტრაციამ ბატონ მიკატის სრული ძალაუფლება მიანიჭა ახალი მთავრობის ფორმირების პროცესში. მიკატი მოქმედ პრემიერ-მინისტრს საად ჰარირის შეცვლის.

მიკატის მხარი პარლამენტართა უმრავლესობამ დაუჭირა. 128 დეპუტატიდან მიკატის ხმა 68-მ მისცა. მიკატის ლიბანის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 2005 წელსაც ეკავა. შემქნილი ვითარება გააპროტესტეს საად ჰარირის მომხრეებმა. მათ დემონსტრაციის დროს შეტევა მიიტანს ტელეკომპანია ალ-ჯაზირას კუთვნილ ავტომანანქანაზე, ასევე დაწვეს ახალი პრემიერ-მინისტრის სურათები. როგორც ცნობილია საად ჰარირი იმ მთავრობას ხელმძღვანელობდა, რომელსაც დასავლეთიც უჭერდა მხარს. გუშინ მან განაცხადა, რომ ახალ მთავრობასთან თანამშრომლობას არ აპირებს,.

გუშინ ვაშინგტონში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა პი ჯეი ქროულიმ განაცხადა, რომ ლიბანის ახალ მთავრობაში „ჰეზბოლას“ გაზრდილი როლი შეერთებულ შტატებსა და ლიბანს შორის დიპლომატიურ ურთიერთობას გაართულებს.

XS
SM
MD
LG