ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბეირუთში ორი რაკეტა ჩამოვარდა


დაბომბვის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, ამ ეტაპზე უცნობია თუ ვინ ისროლა აღნიშნული რაკეტები

ლიბანის უშიშროების ძალები აცხადებენ, რომ ბეირუთის ერთ-ერთ უნბანში, რომლიც გასამხედროებული ჯგუფი ჰეზბულას საყრდენ პუნქტადაა მიჩნეული, ორი რაკეტა ჩამოვარდა.

კვირას მომხდარი დაბომბვის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ამ ეტაპზე უცნობია თუ ვინ ისროლა აღნიშნული რაკეტები. თავდასხმამდე ერთი დღით ადრე ჰეზბულას ლიდერმა ჰასან ნასრალამ განაცხადა, რომ ჯგუფი ერთგულად დაუჭერს მხარს სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადს აბმოხებულთა წინააღმდეგ ბრძოლაში.

ნასრალას მიერ გაკეთებული ეს განცხადება წინ უსწრებდა სირიის ჯარებისა და ჰეზბოლას მიერ ქალაქ ქუსაირზე ფართომასშტაბიან იერიშს, რომელიც ქალაქიდან ამბოხებულების განდევნას და მასზე კონტროლის დაწესებას ისახავდა მიზნად.
XS
SM
MD
LG