ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კანონმდებლებს ამერიკული სასოფლო-სამეურნეო მიწების კორპორაციებზე და უცხოელებზე მიყიდვის შეზღუდვა სურთ


ამერიკელი კანონმდებლები ორივე პარტიიდან ცდილობენ მიიღონ კანონი, რომელიც შეზღუდავს მათ რიცხვს, ვისაც ამერიკული სასოფლო-სამეურნეო მიწების ფლობა შეეძლება. დემოკრატ სენატორ კორი ბუკერის უახლესი ძალისხმევა, კორპორაციების მიერ მიწის მფლობელობის შეზღუდვისკენაა მიმართული.

ფერმერთა ჯგუფები და კანონმდებლები შეშფოთებული არიან, რომ ინვესტორების და უცხო ქვეყნების მიერ მიწების შესყიდვა სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ფასებს ზრდის და ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას ემუქრება.

ბუკერმა 27 ივლისს წარმოადგინა სასოფლო-სამეურნეო მიწის და ფერმერების აქტი. დამტკიცების შემთხვევაში, მას შეეძლება კორპორაციების უმეტესობას, საპენსიო და საინვესტიციო ფონდებს, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ყიდვა ან იჯარა აუკრძალოს.

„უნდა დავიცვათ სასოფლო-სამეურნეო მიწა, რათა ის დიდი კორპორაციებისთვის საინვესტიციო სტრატეგიად არ იქცეს,“ განაცხადა ბუკერმა.

ბოლო თვეების განმავლობაში რამდენიმე სენატორმა, მათ შორის აიოვის რესპუბლიკელმა ჯონი ერნსტმა და მონტანის დემოკრატმა ჯონ ტესტერმა, წარმოადგინეს კანონპროექტები, რათა სასოფლო-სამეურნეო მიწებზე უცხოელების მფლობელობა შეიზღუდოს. სენატორებმა მიზეზად დაასახელეს შეშფოთება, რომ უცხოელ მოწინააღმდეგეებს შეეძლებათ გავლენის მოსაპოვებლად ამერიკის მიწა შეიძინონ.

სამშაბათს სენატმა მიიღო შესწორება ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში, რომელიც უცხოელების მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწების შესყიდვების ფედერალურ შემოწმებას გააძლიერებს და ჩინეთის, რუსეთის, ირანის და ჩრდილოეთ კორეის მიერ შესყიდვებს შეზღუდავს.

აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მონაცემების თანახმად, ამჟამად უცხოელების ხელში მყოფი ამერიკული მიწის ერთ პროცენტზე ნაკლებს ჩინეთი ფლობს. კანადას 31 პროცენტი აქვს. 2008 წლის შემდეგ 1 აკრი (0.4 ჰექტარი) სასოფლო-სამეურნეო მიწის საშუალო ფასი 75 პროცენტით გაიზარდა და 2022 წლისთვის 3,800 დოლარი შეადგინა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG