ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანს მეტი სიცხადე სჭირდება


შეერთებული შტატები რუსეთთან ერთად ირანის ბირთვული პროგრამების საკითხებს განიხილავს

დღეს, ინდონეზიაში მიმდინარე ეკონომიკურ სამიტზე, სახელმწიფო მდივან, ჯონ კერისთან შეხვედრის შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ირანს ბირთვულ პროგრამებთან დაკავშირებით, სავარაუდოდ უფრო გარკვევით ჩამოყალიბებული წინადადებების მოსმენა სურს. “ირანს ალბათ მეტი სიცხადე და უფრო სპეციფიური ნაბიჯების გარკვევით ჩამოყალიბება ესაჭიროება იმ გზაზე, რომელიც ჩვენ ყველას სასურველ შედეგამდე მიგვიყვანს“ - აღნიშნავს რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი. ლავროვის თქმით, ეს საკითხი მომავალ კვირას, ჟენევაში დაგეგმილ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განიხილება.

ჯონ კერის თქმით, შეერთებულ შტატებს ირანის ბოლოდროინდელი მცდელობები იმედისმომცემად ეჩვენება. თუმცა, ცვლილებების განხორციელებას არამარტო სიტყვა, არამედ საქმეც სჭირდება - დასძინა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა.
XS
SM
MD
LG