ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერთი დღის თავზე, რაც პრეზიდენტმა გაათავისუფლა იმ სააგენტოს ხელმძღვანელი, რომელიც მისი ადმინისტრაციის კავშირებს იძიებდა რუსეთთან, დონალდ ტრამპმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს თეთრ სახლში უმასპინძლა. შეხვედრა ძირითადად სირიის საკითხებს დაეთმო.

"მე ლავროვთან ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა. შეხვედრა მართლაც ძალიან, ძალიან კარგი,"-უთხრა პრეზიდენტმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს.

ტრამპთან ერთად ოვალურ დარბაზში აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი იმყოფებოდა. პრეზიდენტმა შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ ორივე მხარე სირიის საკითხში პროგრესს მიაღწევს. "ვფიქრობ, ის რაც ხდება პოზიტიურია."

Facebook Forum

XS
SM
MD
LG