ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლავროვი: "პანკისის ხეობას წვრთნებისთვის იყენებენ"


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ რუსეთს სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადისთვის გადადგომა არ უთხოვია და მისთვის პოლიტიკური თავშესაფარი არ შეუთავაზებია.

ეს განცხადება ლავროვმა პრეს-კონფერენციაზე დღეს გააკეთა, ამის პარალელურად, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია სირიის სამშვიდობო მოლაპარაკებების მომდევნო ტურისთვის ემზადება, რომელიც ჟენევაში პარასკევს უნდა დაიწყოს. მოლაპარაკებების მიზანი სირიაში ომის დასრულება, ახალი კონსტიტუციის შექმნა და არჩევნების ჩატარებაა.

ლავროვმა ასევე განაცხადა, რომ "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები პანკისის ხეობას წვრთნებისთვის იყენებენ. ლავროვის ამ განცხადებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ. კვირიკაშვილის განცხადებით არანაირი ტერორისტული რისკი დღესდღეობით პანკისის ხეობიდან არ მომდინარეობს,

XS
SM
MD
LG