ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჟურნალისტი იულია ლატინინა რუსეთს ტოვებს


ცნობილი რუსი ჟურნალისტი იულია ლატინინა აცხადებს, რომ ქვეყანა დატოვა და ცოტა ხნის წინ, მისი მანქანის გადაწვის მცდელობის შემდეგ, შეშინებულია.

ლატინინა, რომელიც რადიოსადგურის წამყვანი და გაზეთ "ნოვაია გაზეტას" ჟურნალისტია, ადგილმდებარეობას არ აკონკრეტებს და ამბობს, რომ რუსეთში კიდევ დიდი ხანი არ დაბრუნდება

კრემლის კრიტიკოსმა ჟურნალისტმა რადიოსადგური "ეხო მოსკვის" განუცხადა, რომ მან რამდენიმეჯერ მკვლელობის შესახებ მუქარა და შეტყობინება მიიღო.

ამ ინფორმაციას სააგენტო "ასოშეიტიდ პრესი" ავრცელებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG