ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინასთან დაკავშირებული ბოლო მოვლენები


ის, რაც ამ დროისთვის უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზეა ცობილი:

  • თავის ყოველდღიურ მიმართვაში, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა: "რუსეთის სტრატეგიული დამარცხება, უკვე ყველასთვის ძალიან ნათელია მთელ მსოფლიოში, მათთვისაც კი, ვისაც დღემდე აქვს კომუნიკაცია მათთან [რუსებთან]. რუსეთს, უბრალოდ გამბედაობა არ ჰყოფნის, რომ ეს აღიაროს. ისინი მხდალები არიან. ისინი ცდილობენ, რომ სიმართლე სარაკეტო, საჰაერო და საარტილერიო შეტევების უკან დამალონ. შესაბამისად, ჩვენი მისიაა, რომ ვიბრძოლოთ იქამდე, სანამ ამ ომში ჩვენს მიზანს მივაღწევთ - გავათავისუფლოთ ჩვენი მიწა, ჩვენი ხალხი და უზრუნველვყოთ ჩვენი უსაფრთხოება".
  • ამერიკელი სენატორი რენდ პოლი, რესპუბლიკური პარტიიდან, ეწინააღმდეგება ორივე პოლიტიკური პარტიის ლიდერებს. მან ერთპიროვნულად გადადო შემდეგ კვირამდე სენატში უკრაინისთვის დამატებითი 40 მილიარდი დოლარის დახმარების დამტკიცება. კანონპროექტი წარმომადგელეთა პალატამ უკვე დაამტკიცა და მას კონგრესის ქვედა პალატაში ორპარტიული მხარდაჭერა ჰქონდა.
  • უკრაინაში მოკლული ლიეტუველი რეჟისორის, მანტას კვედარავისიუსის ბოლო დოკუმენტურ ფილმს "მარიუპოლი 2" კანის კინოფესტივალზე აჩვენებენ. კვედარავისიუსი დოკუმენტურ ფილმს "მარიუპოლი" დონბასის კონფლიქტზე იღებდა. პირველი ნაწილის გადაღების შემდეგ ის მეორე ფილმზეც მუშაობდა. სწორედ ფილმზეც მუშაობის დროს, გავრცელებული ინფორმაციით, ის დაიჭირეს და მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "ასოშიეთიდ პრესი" ავრცელებს.
  • გერმანული კომანია "სიმენსი" რუსეთს ტოვებს. კომპანია ქვეყანაში 170 წლის განმავლობაში მუშაობდა. გერმანული ინდუსტრიული გიგანტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ: "ვგმობთ ომს უკრაინაში და გადავწყვიტეთ, რომ შევაჩეროთ ჩვენი საწარმოო ბიზნესი რუსეთში". "სიმენსი", რომელსაც 3 000 თანამშრომელი ჰყავს რუსეთში, ერთ-ერთი პირველი კომპანია იყო, რომელმაც ომის დაწყებისთანავე შეაჩერა წარმოება რუსეთში. ახლა კი ის საბოლოოდ ტოვებს რუსულ ბაზარს.
XS
SM
MD
LG