ამერიკელი ევანგელისტი პასტორი ბილი გრემს - რომელსაც ბევრი მეოცე საუკუნის ყველაზე გავლენიან ქრისტიან სულიერ ლიდერად და მოღვაწედ მიიჩნევს, ორი დღის განმავლობაში კაპიტოლიუმში იქნება დასვენებული. ის გასულ კვირას, 99 წლის ასაკში გარდაიცვალა.
კაპიტოლიუმში დასვენება იშვიათი პატივია, რომელსაც მხოლოდ გამორჩეულ საზოგადო მოღვაწეებს მიაგებენ. უკანასკნელად ეს 2005 წელს მოხდა, ადამიანის უფლებათა დამცველი ცნობილი აქტივისტის როზა პარკსის გარდაცვალების შემდეგ.
ოთხშაბათს სამგლოვიარო ცერემონიას ამერიკის პრეზიდენტი და პირველი ლედი დაესწრებიან, ისევე როგორც კონგრესის წევრები.
გრამს პარასკევს, ჩრდილოეთ კაროლინაში დაკრძალავენ.
Facebook Forum