ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აღმოსავლეთ უკრაინაში ეუთოს დამკვირვებელი ნაღმზე აფეთქდა


ეუთოს დამკვირვებელთა ავტომობილი, რომელიც ლუგანსკთან ნაღმზე აფეთქდა
ეუთოს დამკვირვებელთა ავტომობილი, რომელიც ლუგანსკთან ნაღმზე აფეთქდა

კვირას აღმოსავლეთ უკრიანაში, ლუგანსკის ოლქთან ახლოს ეუთოს დამკვირვებელთა ავტომობილი ნაღმზე აფეთქდა. დაიღუპა ერთი ამერიკელი დამკვირვებელი, რამდენიმე კი დაიჭრა და მათ ადგილობრივ საავადმყოფოში მკურნალობენ.

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაადასტურა, რომ ინციდენტი სოფელ პრიშიბთან მოხდა. ავსტრია მისიის ამჟამინდელი ხელმძღვანელია, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი დაჟინებით მოითხოვს ყოვლისმომცველ გამოძიებას და პასუხისმგებელი პირების გამოვლენას.

გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილმა იმ ნაღმზე გადაიარა, რომელიც თვითგამოცხადებული ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობდა.

ეუთოს მონიტორინგის მისიის უფროსის, ერტუგტულ აპაკანის თქმით, ის ორშაბათს ლუგანსკში ჩავა და მონიტორების მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს, ასევე ეცდება სიტუაციაში უკეთ გაერკვეს. აპაკანის განცხადებაში ნათქვამია, რომ ეუთო რჩება თავისი მისიის ერთგული იმისათვის, რომ უკრიანელ ხალხს მშვიდობის დამყარებაში დაეხმაროს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG