ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მერკელი ევროპის კრიზისზე მსჯელობს


ანგელა მერკელი

მერკელმა მსოფლიოს წამყვან ფინანსისტებს კონსოლიდაციისკენ მოუწოდა

სამშაბათს, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ბერლინში გლობალური ფინანსური ორგანიზაციების ლიდერებს უმასპინძლა. შეხვედრის თემა დასავლეთის ეკონომიკის სტაგნაციიდან გამოსვლის გზები იყო.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის თავმჯდომარემ, კრისტინ ლაგარდმა ბოლო დროს ეკონომიკურ განვითარების პროცესს სუსტი უწოდა, ხოლო ფინანსური კრიზისიდან გამოსვლის მცდელობა შრომატევად სამუშაოდ შეაფასა.

ლაგარდმა მსოფლიოს წამყვან ფინანსისტებს კონსოლიდაციისკენ მოუწოდა. მერკელის განცხადებით, ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის მცდელობისას ფოკუსირება არა ზოგად მდგომარეობაზე, არამედ საბერძნეთზე უნდა მომხდარიყო.

შეხვედრას ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის, ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
XS
SM
MD
LG