ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ყირგიზეთი და ტაჯიკეთი სასაზღვრო ინციდენტს ერთმანეთს აბრალებენ


ყირგიზეთის და ტაჯიკეთის ხელისუფლებები, შუა აზიის ამ ორ სახელმწიფოს შორის საზღვრის სადავო მონაკვეთზე ბოლო შეტაკებას და სროლას ერთმანეთს აბრალებენ.

ყირგიზეთის სამხრეთ რეგიონ ბათქენში პოლიციამ თქვა, რომ 29 აპრილს, ტაჯიკეთის მცხოვრებლებმა სოფელ კოკთაშში განლაგებულ სამხედრო დანაყოფის მიმართულებით სროლა დაიწყეს. მათ ასევე თქვეს, რომ სროლა ტაჯიკეთის მხრიდან, ყირგიზეთის სოფელ აქსაის მიმართულებითაც მოხდა.

“რადიო თავისუფლების" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, რომ ყირგიზეთის ორი მოქალაქე დაიჭრა და 29 აპრილს ისინი სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ტაჯიკეთის საზღვრის დაცვის სამსახურის განცხადება ყირგიზეთის წარმოდგენილ ანგარიშს არ ეთანხმება და ამბობს, რომ ცეცხლი პირველად ყირგიზმა სამხედროებმა გახსნეს. მათ ტაჯიკეთის მესაზღვრე დანაყოფს ცეცხლი გოლოვნოის წყალგამანაწილებელ ცენტრთან გაუხსნეს, რომელიც ტაჯიკეთის იურისდიქციაშია.

დაპირისპირება წინა დღეს დაიწყო, როდესაც ადგილობრივებმა, საზღვრის ორივე მხრიდან, ერთმანეთს ქვები ესროლეს.

დაპირისპირება, ტაჯიკეთის ხელისუფლების მიერ წყალგამანაწილებელ ცენტრში სათვალთვალო აღჭურვილობის დაყენების დროს დაემთხვა.

1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, შუა აზიაში საზღვრების ბევრი მონაკვეთი სადავო გახდა. მოხდა ბევრი ინციდენტი, მათ შორის შეიარაღებული დაპირისპირებაც.

ყველაზე რთული ვითარებაა ფერგანის ველზე არსებული ექსკლავების გარშემო, სადაც ყირგიზეთის, ტაჯიკეთის და უზბეკეთის საზღვრები იკვეთება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG