ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქურთისტანი დამოუკიდებლობის რეფერენდუმს მართავს


ერაყელი ქურთები დღეს რეფერენდუმზე გამოტანილ კითხვას სავარაუდოდ დაამტკიცებენ, რომელსაც როგორც ბაღდადი, ასევე მეზობელი ქვეყნები და შეერთებული შტატები ეწინააღმდეგება.

ნახევრად ავტონომიური რეგიონის პრეზიდენტმა მასუდ ბარზანიმ დაახლოებით 5 მილიონ ამომრჩეველს რეფერენდუმის მშვიდობიანად ჩატარებისკენ მოუწოდა.

გუშინ ერბილში სიტყვით გამოსვლისას, მან განაცხადა, რომ „დამოუკიდებლობა საშუალებას მოგვცემს ტრაგედიები აღარ გავიმეოროთ. ბაღდადთან პარტნიორობამ არ გაამართლა და ჩვენ მას აღარ დავუბრუნდებით.“

რეფერენდუმის შედეგები სამშაბათს გამოქვეყნდება. თუ ქურთებმა ერაყისგან გამოყოფას დაჭირეს მხარი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქურთისტანი დამოუკიდებლობას გამოაცხადებს. რეფერენდუმის შედეგები ერაყთან მოლაპარაკების დასაწყებად იქნება გამოყენებული.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG