ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

17 ადამიანი დაიღუპა ავღანეთში


ავღანეთის მთავრობა აცხადებს, რომ თალიბანმა ყუნდუზის მახლობლად ათობით ადამიანი ტყვედ აიყვანა.

დაჯგუფების მებრძოლებმა პროვინციის დედაქალაქთან გამშვები პუნქტი ააგეს და ქაბულიდან ყუნდუზისკენ მიმავალ მანქანებს და ავტობუსებს აჩერებენ.

ადგილობრივმა პოლიციამ ამერიკის ხმას განუცხადა, რომ სულ მცირე 17 ადამიანია მოკლული და 52 დაკავებული.

თალიბანის სპიკერისმა მომხდარზე პასუხისმგებლობა აიღო და განაცხადა, რომ დაკავებულია სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული 26 პოლიციელი და სამხედრო, რომლებიც საკუთარი მანქანებით გადაადგილდებოდნენ.

თალიბანი 21 მაისის შემდეგ განსაკუთრებით გააქტიურდა, როცა ამერიკის საჰაერო შეტევისას მათი ახალი ლიდერი მულა მანსური დაიღუპა.

XS
SM
MD
LG