ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრემლის პასუხი სომხეთის წევრობის შეჩერებაზე რუსეთის უსაფრთხოების ალიანსში


კრემლმა 23 თებერვალს განაცხადა, რომ რუსეთი სომხეთთან დაკავშირებას გეგმავს მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თქვა, რომ ერევანმა გაყინა მონაწილეობა რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედ, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში (CSTO).

კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა დღეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტელეარხ "ზვეზდას" უთხრა, რომ მოსკოვს სომხეთისგან მეტი დეტალის შეტყობა ესაჭიროება. „სომხურ მხარეს ამ კუთხით არანაირი ოფიციალური ნაბიჯი არ გადაუდგამს", - თქვა პესკოვმა. „ჩვენ ვაპირებთ დავუკავშირდეთ ჩვენს კოლეგებს და დავაზუსტოთ ამ განცხადებების არსი" - დასძინა მან.

ფაშინიანმა აღნიშნული განცხადება ერთი დღით ადრე მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. მისი თქმით, პაქტი სომხეთისთვის ჩავარდა და არ მუშაობს. საფრანგეთის ტელეარხ France 24-თან საუბარში მან ასევე აღნიშნა, რომ ერევნის ამ ნაბიჯს წინ უძღოდა მოსკოვის მოწოდებები სომხეთის მოქალაქეებისადმი, რათა მათ საკუთარი მთავრობა გადაეყენებინათ.

სომხეთის ლიდერი რუსეთთან ურთიერთობაში გაჩენილ ბზარს არც მანამდე მალავდა და ხმამაღლა ამბობდა, რომ სომხეთი საკუთარი თავდაცვის საკითხებში რუსეთს აღარ უნდა ეყრდნობოდეს. მან ადრე ისიც თქვა, რომ უნდა გადაიხედოს ერევნის წევრობა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში. რუსეთის და სომხეთის გარდა, ორგანიზაციაში ყოფილი საბჭოთა კავშირიდან გაერთიანებული არიან: ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი.

სომხეთი დილემის წინაშე
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:05:24 0:00

Facebook Forum

XS
SM
MD
LG