ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრემლი წუხს, რომ არგენტინას "ბრიქსში" გაწევრიანება არ სურს


ხავიერ მილეი
ხავიერ მილეი

კრემლმა პარასკევს განაცხადა, რომ წუხს არგენტინის გადაწყვეტილებაზე არ შეუერთდეს "ბრიქსის" (BRICS) განვითარებადი ქვეყნების ბლოკს და იმედოვნებს, რომ ბუენოს-აირესი ამ გადაწყვეტილებას გადახედავს.

არგენტინის მომავალმა საგარეო საქმეთა მინისტრმა დიანა მონდინომ ნოემბერში განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არ შეუერთდებოდა ჯგუფს, მიუხედავად მათი იქ მიწვევისა. ქვეყნის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ხავიერ მილეიმ შეერთებულ შტატებთან კავშირების გაღრმავება არჩია.

ჟურნალისტებთან საუბარში კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა არგენტინის გადაწყვეტილებაზე განაცხადა: "რა თქმა უნდა, ეს სამწუხაროა, მაგრამ ეს არგენტინის სუვერენული უფლებაა და ჩვენ პატივს ვცემთ ბუენოს-აირესის ნებისმიერ გადაწყვეტილებას“, - თქვა მან. „ვიმედოვნებთ, რომ დროთა განმავლობაში ამ ქვეყნის ხელისუფლებამ შესაძლოა უფრო მომგებიანი ჩათვალოს BRICS-ში დაბრუნება“, - თქვა მან.

განვითარებადი ქვეყნების BRICS ბლოკი, რომლის დამფუძნებლებიც არიან ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი და ჩინეთი (აქედან მოდის ჯგუფის სახელწოდებაც BRICS - Brazil, Russia, India, China), ახლა გაფართოების პროცესშია. მას მოგვიანებით შეუერთდა სამხრეთ აფრიკა.

არგენტინის გარდა, ბლოკი გასულ აგვისტოში დათანხმდა საუდის არაბეთის, ირანის, ეთიოპიის, ეგვიპტისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების გაწევრიანებას. „ბრიქსის“ მიზანი, დასავლეთის დომინირებული მსოფლიო წესრიგის შეცვლაა.

ორმა წყარომ, საინფორმაციო სააგენტო "როიტერთან" ხუთშაბათს განაცხადა, რომ საუდის არაბეთი ჯერ კიდევ განიხილავს BRICS-ის ჯგუფში გაწევრიანების შესახებ მიწვევას.

"ჩვენ ვაგრძელებთ კონტაქტს რიადთან. ეს თემა ასევე იყო განხილული პრეზიდენტ (ვლადიმერ) პუტინის რიადში ვიზიტის დროს", - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს პარასკევს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG