ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრემლი: ბაიდენის მიერ პუტინისთვის "ნაბიჭვრის" წოდება აშშ-ს აკნინებს


სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, კრემლი ამბობს, რომ ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, რუს კოლეგას ვლადიმირ პუტინს „შეშლილი ნაბიჭვარი“ უწოდა. სააგენტოს ინფორმაციით, განცხადება ჯო ბაიდენმა კალიფორნიაში საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გააკეთა.

„როიტერი“ წერს, რომ ამ დროს ბაიდენი მსოფლიოში არსებულ გამოწვევებზე საუბრობდა, მათ შორის ბირთვული დაპირისპირების რისკებზე და კლიმატურ ცვლილებებზე. საუბარში მან ასევე ახსენა „ეს კაცი პუტინი და სხვები“.

კალიფორნიაში ამერიკის პრეზიდენტის ამ განცხადების საპასუხოდ განცხადება გაკეთდა მოსკოვში. „ამგვარი ენის გამოყენება სხვა სახელმწიფოს მეთაურის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტის მხრიდან, ნაკლებად სავარაუდოა, რომ შეურაცხყოფს ჩვენს პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს“, - თქვა პესკოვმა „როიტერთან“ საუბრის დროს და აღნიშნა, რომ შესაძლოა „ჯო ბაიდენს სურს ჰოლივუდის კოვბოის სტილში მოქმედებდეს, თუმცა არ მგონია, რომ ეს შესაძლებელია“.

ბაიდენთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა დიმიტრი მედვედევმაც, რომელიც პუტინის მოკავშირეა და 2008-2012 წელებში პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა. მედვედევის თქმით, ეგზისტენციური საფრთხე მომდინარეობს "უსარგებლო ბებრებისგან, როგორიც თავად ბაიდენია“.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG