ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრემლი ტრამპის მრჩევლისგან 2016 წელს თხოვნის მიღებას ადასტურებს


მაიქლ კოენი

რუსეთის მთავრობა ადასტურებს, რომ შეერთებულ შტატებში 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, კრემლმა დონალდ ტრამპის მრჩევლის იმეილი მიიღო მოსკოვში ტრამპის უძრავი ქონების გაჩერებული პროექტის შესახებ.

ვლადიმირ პუტინის პრეს-სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა დაადასტურა, რომ მაშინ ტრამპის მრჩეველ მაიქლ კოენისგან მართლაც მიიღო ეს წერილი, თუმცა მისი წაკითხვა გადაიფიქრა საკუთარ თანამდებობასთან ამ წერილის უმნიშვნელო კავშირის გამო და არც პრეზიდენტ პუტინთან განუხილავს ეს საკითხი. მაიქლ კოენმა ასეთი თხოვნის შესახებ ინფორმაცია კონგრესის სადაზვერვო კომიტეტს ორშაბათს მიაწოდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG