ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ცნობილი სერბი პოლიტიკოსი ოლივერ ივანოვიჩი კოსოვოს ქალაქ მიტროვიცაში, თავისი პარტიის ოფისის მახლობლად მოკლეს. ეს ფაქტი ევროკავშირის შუამდგომლობით სერბებს და კოსოვოელებს შორის მიმდინარე რეგიონულ სამშვიდობო მოლაპარაკებებს დიდი რისკის ქვეშ აყენებს.

64 წლის ოლივერ ივანოვიჩი კოსოვოელი სერბების ერთ-ერთი ლიდერი იყო. ის პარტიას “თავისუფლება, დემოკრატია, სიმართლე“ ხელმძღვანელობდა. სერბული მედიის ცნობით, ივანოვიჩს ცეცხლი გაუხსნეს მანქანიდან, რომელშიც ერთზე მეტი ადამიანი იჯდა. დაჭრილი პოლიტიკოსი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

მკვლელობა მკაცრად დაგმო ვროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ. ის ტელეფონით ესაუბრა სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩს და კოსოვოს პრეზიდენტ ჰაშიმ ტაჩის. მოგერინიმ იმედი გამოთქვა, რომ დამნაშავეებს მალე იპოვიან და დასჯიან.

მომხდარი მკვლელობა დაგმეს კოსოვოს მთავრობამ და პრეზიდენტმაც. პრეზიდენტმა ჰაშიმ ტაჩიმ მოქალაქეებს პოლიციასთან და დაწყებულ გამოძიებასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG