ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოსოვოელი სერბები პრიშტინას მთავრობას არ სცნობენ


კოსოვოელი სერბები პრიშტინას მთავრობას არ სცნობენ

კოსოვოს ჩრდილოეთში მცხოვრებმა სერბულმა მოსახლეობამ რეფერენდუმზე ხმა არ მისცა კოსოვოს მთავრობის უფლებამოსილების გავრცელებას ამ რეგიონში.

კოსოვოს სერბულმა საარჩევნო კომისიამ დააფიქსირა, რომ კოსოვოს ჩრდილოეთში, ოთხი სერბული დასახლებიდან შემოსული ხმების ოთხმოცდაცხრამეტი მთელი შვიდი მეათედი პროცენტი მხარს არ უჭერს რეფერენდუმზე გატანილ წინადადებას პრიშტინას მთავრობის ცნობის და ტერიტორიული უფლებამოსილების გაზრდის შესახებ.

კოსოვოს შემადგენლობაში მცხოვრები ეთნიკური სერბები აქამდე იგნორირებას უხდენდნენ და ეწინააღმდეგებოდნენ ოფიციალური პრიშტინას ძალისხმევას ქვეყნის ჩრდილოეთში ძალაუფლების გავრცელების გამო.

XS
SM
MD
LG