ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოსოვოს 38 წლის ქალი პრეზიდენტი ჰყავს


კოსოვოს პარლამენტმა ქვეყნის პრეზიდენტად სამართლის პროფესორი, აშშ-ში განათლებული 38 წლის ქალი აირჩია. ვოისა ოსმანი მმართველი პარტიის, "თვითგამორკვევის" კანდიდატი იყო.

ოსმანი გასული წლის ნოემბრიდან კოსოვოს პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებდა. მისმა წინამორბედმა თანამდებობობა დატოვა ჰააგაში ომის დანაშაულებისთივის მოსალოდენელი სასამართლო პროცესების წინ.

ოსმანის თავდაპირევლი უფლებამოსილების ვადა თებერვალში ამოიწურა, როდესაც არჩევნების შემდეგ ახალი მთავრობის პრემიერ-მინისტრმა, პარტია "თვითგამორკვევის" ხელმძღვანელმა თანამდებობა დაიკავა.

კვირას, პარლამენტში მის პრეზიდენტობას მხარი 120 დეპუტატიდან 71 დაუჭირა.

ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები პრეზიდენტად ოსმანის არჩევას აკრიტიკებენ. იცინი აცხადებენ, რომ არ არის მისასალმებელი, როცა მყიფე დემოკრატიის ქვეყანაში პრეზიდენტი, პრმემიერი და პარლამენტის სპიკერი ერთსა და იმავე პარტიას წარმოადგენენ.

სიტყვით გამოსვლისას ოსმანმა დიალოგის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომელიც მიზნად ისახავს სერბეთთან ურთიერთობის ნორმალიზებას. თუმცა, ახლადარჩეული პრეზიდენტის თქმით, იქამდე ბელგრადმა ბოდიში უნდა მოიხადოს.

"მშვიდობა მიიღწევა მხოლოდ მაშინ, როდესაც დავინახავთ სინანულს და ბოდიშს სერბეთისგან, როდესაც სამართალი აღსრულდება მათთვის, ვინც სერბეთის დანაშაულების გამო დაიტანჯა" - განაცხადა კოსოვოს პრეზიდენტმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG