ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საფრანგეთის პოლიციამ კოსოვოს ყოფილი პრემიერ მინისტრი სერბეთის მიერ გაცემული ორდერით დააპატიმრა


კოსოვოს ყოფილი პრემიერ მინისტრი, რამუშ ჰარადინაი
კოსოვოს ყოფილი პრემიერ მინისტრი, რამუშ ჰარადინაი

პოლიციამ კოსოვოს ყოფილი პრემიერ მინისტრი შვეიცარიის და გერმანიის საზღვართან ახლოს, აეროპორტში მაშინ დააპატიმრა, როცა ის პრიშტინიდან ჩამოფრინდა.

ჰარადინაჯი კოსოვოს პრემიერ მინისტრი 2004 და 2005 წლებში იყო. ის კოსოვოს გათავისუფლების არმიას მეთაურობდა, რომელიც 90-იან წლებში, სერბეთისგან დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად, პარტიზანულ ბრძოლას ეწეოდა.

სერბები მას სამოქალაქო მოსახლეობის მკვლელობაში და წამებაში მონაწილეობაში სდებენ ბრალს.

ჰარადინაჯი ჰააგის ომის დანაშაულებათა საერთაშორისო ტრიბუნალმა ორჯერ გაასამართლა და გაამართლა. სერბები ახალი სასამართლო პროცესის მოწყობას ითხოვდნენ.

კოსოვოს პრეზიდენტმა დაპატიმრებას „მიუღებელი“ უწოდა. კოსოვოს იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ მის გასათავისუფლებლად ყველაფერს გააკეთებს.

XS
SM
MD
LG