ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამხრეთ კორეის საგუშაგოს მისამართით ცეცხლი გაიხსნა


სამხრეთ კორეის საგუშაგოს მისამართით ცეცხლი გაიხსნა
სამხრეთ კორეის საგუშაგოს მისამართით ცეცხლი გაიხსნა

სამხრეთ კორეის სამხედრო ხელმძღვანელობის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეის მხრიდან დემილიტარიზებული ზონის მიმართულებით ორი გასროლა განხორციელდა. ცეცხლი სამხრეთ კორეის საგუშაგოს მისამართით გაიხსნა. სეულის განცხადებით, თავდასხმას სამხრეთ კორეელმა ჯარისკაცებმა სროლითვე უპასუხეს. სამხრეთ კორეაში დისლოცირებული ამერიკული ჯარების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ასეთი ინციდენტი თითქმის ყოველწლიურად ხდება. ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც ჩრდილოეთ კორეის სამხედროებმა გაავრცელეს განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ საზღვარზე არსებული ვითარება შესაძლოა კატასტროფულად დაიძაბოს, თუკი სეული ფხენიანთან სამხედრო თემაზე დიალოგს არ დათანხმდება.

XS
SM
MD
LG