ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამხრეთ კორეა კიბერ-შეტევას ჩრდილოეთს აბრალებს


e Hill

გამომძიებელთა განცხადებით, ჰაკერების შეტევის კვალი ჩრდილოეთ კორეაში მდებარე 6 კომპიუტერამდე მიდის

სამხრეთ კორეა ჩრდილოეთს კიბერ-შეტევაში ადანაშაულებს. გასულ თვეში სამხრეთ კორეის რამდენიმე სამაუწყებლო კომპანიაში და ბანკებში კომპიუტერები გამოირთო.

სამხრეთ კორეის ინტერნეტის და უსაფრთხოების სააგენტო პასუხისმგებლობას ჩრდილოეთ კორეის სამხედრო სადაზვერვო სააგენტოს აკისრებს. გამომძიებელთა განცხადებით, ჰაკერების შეტევის კვალი ჩრდილოეთ კორეაში მდებარე 6 კომპიუტერამდე მიდის. სააგენტოს სპიკერის განცხადებით, იერიში
„სკურპულოზურად იყო დაგეგმილი“. 20 მარტს განხორციელებულმა კიბერ-შეტევამ 48 ათასამდე კომპიუტერი დააზიანა და რამდენიმე დღით სამი წამყვანი მაუწყებლობის და ბანკების ფინანსური ოპერაციების შეჩერება გამოიწვია.
XS
SM
MD
LG