ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეამ რაკეტა გამოსცადა


სამსაფეხურიანმა რაკეტამ კოსმოსურ ორბიტაზე ხელოვნური თანამგზავრი გაიყვანა

ჩრდილოეთ კორეამ წარმატებით გამოსცადა შორი რადიუსის მოქმედების რაკეტა, რამაც მსოფლიო თანამეგობრობის უკმაყოფილება გამოიწვია.

ჩრდილოეთ კორეის მედიის განცხადებით, სამსაფეხურიანმა რაკეტამ კოსმოსურ ორბიტაზე ხელოვნური თანამგზავრი გაიყვანა.

ეს ინფორმაცია ამერიკელმა სამხედროებმაც დაადასტურეს. შეერთებულმა შტატებმა, სამხრეთ კორეამ და იაპონიამ დაგმეს ფხენიანის მიერ ბალისტიკური რაკეტის გამოცდა, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ არის აკრძალული.

ჩრდილოეთ კორეის მიერ წარმატებით ჩატარებულმა გამოცდამ დასავლეთის დიდი გაკვირვება გამოიწვია, რადგან დაზვერვის მონაცემებით, ტექნიკური პრობლემები არსებობდა.
XS
SM
MD
LG