ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეამ რეაქტორზე საქმიანობა გაანახლა


ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენ ხანში მოხერხდება ბირთვული ბომბებისთვის პლუტონიუმის წარმოება

ამერიკაში დაფუძნებული კვლევითი ჯგუფი აცხადებს, რომ როგორც სჩანს ჩრდილოეთმა კორეამ „ბევრად უფრო დიდი და ფართო მასშტაბიანი“ სამუშაო ჩაატარა საკუთარ ბირთვულ ობიექტზე, ვიდრე აქამდე ეგონათ.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ამერიკა-კორეის ინსტიტუტის ანალიზი ეყრდნობა, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე, იონგბიონის ბირთვული კომპლექსის თანამგზავრიდან გადაღებულ ფოტოებს.

მას შემდეგ, რაც ფხენიანმა გამოაცხადა, რომ გაზრდიდა საკუთარი ბირთვული იარაღის არსენალს, აგვისტოში ხუთი მეგავატი სიმძლავრის პლუტონიუმის რეაქტორი ხელმეორედ აამუშავეს.

თანამგზავრიდან მიღებული ფოტოები აჩვენებს, რომ რეაქტორზე საქმიანობა განახლდა, თუმცა უცნობია თუ რამდენ ხანში მოხერხდება ბირთვული ბომბებისთვის პლუტონიუმის წარმოება.

ამერიკა-კორეის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ ბლოგში მინიშნებულია, რომ ფხენიანი ამისთვის ემზადებოდა და შესაძლოა წლების განმავლობაში მუშაობდა საწვავის საწარმოო ობიექტების შექმნაზე.
XS
SM
MD
LG