ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კიმ ჩენ ირის გარდაცვალების წლისთავი


ერთი წლის წინ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ირი გულის შეტევით გარდაიცვალა

ჩრდილოეთ კორეა ყოფილი ლიდერის კიმ ჩენ ირის გარდაცვალების წლისთავს აღნიშნავს. სპეციალურ ცერემონიას მისი მემკვიდრე და ქვეყნის ამჟამინდელი ლიდერი კიმ ჩენ უნი ხელმძღვანელობდა. როგორც ჩრდილოეთ კორეის ცენტრალური ახალი ამბების სააგენტო იუწყება. ფხენიანში ასობით ათასი ადამიანი დუმილით იდგა გარდაცვლილი ლიდერის მავზოლეუმის წინ.

კიმ ჩენ ინის მამაც და ბაბუაც სახელმწიფო მავზოლეუმში გვერდიგვერდ არიან დაკრძალულები. სამი წუთის განმავლობაში მთელი სახელმწიფოს მასშტაბით მოსახლეობამ დუმილით მიაგო პატივი კიმ ჩენ ირის ხსოვნას. ერთი წლის წინ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ირი გულის შეტევით გარდაიცვალა. კიმ ჩენ ირი ოცის წლის მანძილზე მართავდა ქვეყანას. მას ქვეყნის ლიდერის პოსტი მამისგან, ჩრდილოეთ კორეის დამაარსებელი კიმ ირ სენისგან მემკვიდრეობით ერგო.
XS
SM
MD
LG