ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ სამხრეთ კორეის დაცვის პასუხისმგებლობას იღებს


აშშ სამხრეთ კორეის დაცვის პასუხისმგებლობას იღებს
აშშ სამხრეთ კორეის დაცვის პასუხისმგებლობას იღებს

ამერიკის შეერთებული შტატების გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელი ადმირალი მაიკ მალენი აცხადებს, რომ ამერიკა გააგრძელებს სამხრეთ კორეასთან ახლო სამხედრო ურთიერთოებებს. ბატონი მალენის თქმით, ამერიკა სამხრეთ კორეის დაცვის პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს.

მისი თქმით: „ჩვენ მოლაპარაკებების შეთავაზებით არ უნდა წავაქეზოთ ჩრდილოეთ კორეის მოქმედება. ჩინეთს ამ ქვეყნაზე დიდი გავლენა აქვს, ამიტომ პეკინსაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება მშვიდობის შენარჩუნებაში.“

მალენმა იმედი გამოთქვა, რომ სამხრეთ კორეის მეზობლები ამერიკის მაგალითს მიბაძავენ და ერთობლივი ძალებით მოამზადებენ სეულს ფხენიანიდან მომავალი საფრთხეების თავიდან ასაცილებლად.

ადმირალმა აღნიშნა, რომ ფხენიანიდან წამოსული მომავალი თავდასხმების შემთხვევაში ამერიკა სამხრეთს თავშეკავებისკენ აღარ მოუწოდებს.

XS
SM
MD
LG